მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

  •  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
  • სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი)
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი, საქართველო)

 

2024  წლის 16 – 18 ოქტომბერს თბილისში ატარებენ მე-8  სამეცნიერო კონფერენციას

”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

 კონფერენციის სამუშაო თემები:

  1. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
  2. ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი;
  3. ურბანული ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
  4. მულტიმოდალური, ინტერმოდალური და კომბინირებული სატრანსპორტო პროცესები;
  5. სატრანსპორტო ლოგისტიკა, მენეჯმენტი და ეკონომიკური ასპექტები;
  6. მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა;
  7. სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, ტექნიკური მდგომარეობა და მომსახურება;
  8. სატრანსპორტო საექსპლუატაციო მასალები;
  9. ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები;
  10. კვების პროდუქტების ცივად შენახვა და ტრანსპორტირება;
  11. ტრანსპორტი და ეკოლოგია;
  12. საგანმანათლებლო პოლიტიკა ტრანსპორტზე;
  13. სატრანსპორტო კანონმდებლობა და საბაჟო საქმე.
  14. ინდუსტრია 4.0
  15. საწარმოო პროცესები

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • მოხსენებების თეზისების მიღება და რეგისტრაცია 2 სექტემბერი, 2024 წ.;
  • მომხსენებლებისათვის თეზისების მიღების დასტურის შეტყობინება 9 სექტემბერი, 2024 წ.;
  • მოხსენებების სრული ტექსტის წარდგენა 16 სექტემბერი, 2024 წ.;
  • კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის საფასურის გადახდა 20 სექტემბერი, 2024 წ.;
  • კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77.;
  • კონფერენციის ჩატარების დრო: 16-18 ოქტომბერი, 2024 წ.;
  • კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, პოლონური, ინგლისური.
გამოქვეყნებულია: