მთავარი

მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
  • სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი)
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი, საქართველო)

2024 წლის 16 – 18 ოქტომბერს თბილისში ატარებენ მე-8 სამეცნიერო კონფერენციას
”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

კონფერენციის სამუშაო თემები:
1. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
2. ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი;
3. ურბანული ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
4. მულტიმოდალური, ინტერმოდალური და კომბინირებული სატრანსპორტო პროცესები;
5. სატრანსპორტო ლოგისტიკა, მენეჯმენტი და ეკონომიკური ასპექტები;
6. მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა;
7. სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, ტექნიკური მდგომარეობა და მომსახურება;
8. სატრანსპორტო საექსპლუატაციო მასალები;
9. ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები;
10. კვების პროდუქტების ცივად შენახვა და ტრანსპორტირება;
11. ტრანსპორტი და ეკოლოგია;
12. საგანმანათლებლო პოლიტიკა ტრანსპორტზე;
13. სატრანსპორტო კანონმდებლობა და საბაჟო საქმე.
14. ინდუსტრია 4.0
15. საწარმოო პროცესები

მნიშვნელოვანი თარიღები:
– მოხსენებების თეზისების მიღება და რეგისტრაცია 2 სექტემბერი, 2024 წ.;
– მომხსენებლებისათვის თეზისების მიღების დასტურის შეტყობინება 9 სექტემბერი, 2024 წ.;
– მოხსენებების სრული ტექსტის წარდგენა 16 სექტემბერი, 2024 წ.;
– კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის საფასურის გადახდა 20 სექტემბერი, 2024 წ.;
– კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77.;
– კონფერენციის ჩატარების დრო: 16-18 ოქტომბერი, 2024 წ.;
– კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, პოლონური, ინგლისური.