ხშირად დასმული კითხვები

  1. გამოქვეყნდება თუ არა მოხსენებები (ნაშრომები), რა სახით?

ნაშრომები გამოქვეყნდება როგორც ელექტრონულად კონფერენციის ვებ გვერდზე ictbea.gtu.ge ასევე დაიბეჭდება კონფერენციის შრომების კრებულში, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა თემის ავტორს/ავტორთა ჯგუფს;

  1. სამუშაო ენები რომელია?

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, პოლონური;

  1. რა რაოდენობის თანხას იხდის მონაწილე და რისთვის?

კონფერენციაში უცხოელი მონაწილეების საფასური შეადგენს 350 ევროს, მათი თანმხლები პირებისათვის შენატანი შეადგენს 200 ევროს. შენატანი ფარავს შემდეგ ხარჯებს: კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა; სამვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება და სამჯერადი კვება; კონფერენციის მასალების პუბლიკაცია (შრომების კრებული, მუშაობისათვის საჭირო ნივთები და ა.შ.); ექსკურსიები წინასწარ განსაზღვრული მარშრუტებით და ბანკეტი.

საქართველოდან მომხსენებლებისათვის/მომხსენებელთა ჯგუფის მონაწილეობის შეღავათიანი საფასური შეადგენს 150  ლარს და ის ფარავს შემდეგ ხარჯებს: კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა;  კონფერენციის მასალების პუბლიკაცია (შრომების კრებული ერთი ეგზემპლარი, მუშაობისათვის საჭირო ნივთები და ა.შ.);

  1. თუ ნაშრომს (მოხსენებას) რამდენიმე ავტორი ჰყავს, მაშინ რა ხდება,  ყველა იხდის თანხას?

ნაშრომის ქართველი ავტორი თუ ავტორთა ჯგუფი ჯამში იხდის 150 ლარს;

კონფერენციაში უცხოელი თითოეული მონაწილის რომელიც ფიზიკურად დაესწრება კონფერენციას საფასური შეადგენს 350 ევროს;