მოთხოვნები სტატისის გაფორმების შესახებ
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით Word-ის ტექსტურ რედაქტორში. ყველა ველი – 2,5 სმ.
- სტატიის ფაილის დასახელება – პირველი ავტორის სახელი, გვარი და სამუშაო თემის ნომერი (მაგ. ქართველიშვილი – 2)
- გამოყენებული შრიფტი: სტატიებისათვის ქართულ ენაზე – Sylfaen, სტატიებისათვის პოლონურ და ინგლისურ ენაზე – Times New Roman. სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,0
- ფორმულები დაბეჭდილი უნდა იყოს Microsoft Equation Editor-ში
- გრაფიკული მასალა თავსებადი უნდა იყოს Word-ის პროგრამასთან
- სტატიის სათაური დაწერილი უნდა იყოს პირველ სტრიქონზე (13 Pt, Bold)
- ავტორების გვარი და ინიციალები უნდა დაიწეროს თითო სტრიქონის გამოტოვებით (12 Pt, Bold)
- მოკლე რეზიუმე (11 Pt, italic, არა უმეტეს 600 ნიშანი) ერთი სტრიქონის გამოტოვებით.
- გასაღები სიტყვები ერთი სტრიქონის გამოტოვებით
- ძირითადი ტექსტი – ერთი სტრიქონის გამოტოვებით (11 Pt)
- გამოყენებული ლიტერატურა (11 Pt) – ერთი სტრიქონის გამოტოვებით.
- სტატიის მოცულობა 3-7 ფურცელი
- გამოყენებული ლიტერატურის ციტირება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს: ISO690, PN-ISO690 (Vancouver system)