რეგისტრაცია და შრომების წარდგენა:
ავტორებმა ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ (30 ივნისამდე, 2026) უნდა წარადგინონ ელექტრონულად მოკლე ანოტაცია/სრული ნაშრომი შემდეგ ელ.მისამართზე: ictbea@gtu.ge
სტატიის მიღების შემდეგ, ავტორს ეგზავნება შეტყობინება სტატიის მიღების შესახებ, რის შემდეგაც, ავტორი აგზავნის საორგანიზაციო შენატანის ქვითრის ასლს (PDF ფორმატში).
შენიშვნა: მონაწილეობის საფასურის გადახდისას, დანიშნულებაში უნდა მიეთითოს კონფერენციის ე.წ
შიფრის ნომერი – TBEA26 და ავტორის/ავტორთა ჯგუფის სახელი და გვარი. (მაგ. TBEA26; თ. გიორგაძე);
პუბლიკაცია:
შერჩეული ნაშრომები წარდგენილი იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „TRANSPORT PROBLEMS“ (ტრანსპორტის პრობლემები). აღნიშნული სტატიები დაექვემდებარება დამატებით რეცენზირებასა და ფორმირებას ჟურნალის მოთხოვნების შესაბამისად. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი TRANSPORT PROBLEMS“ ინდექსირებულია Scopus და WoS (Web of Science) მონაცემთა ბაზებში.
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://forms.gle/N8ZwD9sp5vqvWqdj7