მე 9 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა – აზია”
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი
2025 წლის 9-11 სექტემბერს ქ. ქუთაისში ატარებს მე-9 საერთაშორისო ქართულ-პოლონურ სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციას
„სატრანსპორტო ხიდი ევროპა – აზია“
კონფერენციის სამუშაო თემები:
1. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები.
2. სამრეწველო და სპეციალური ტრანსპორტი.
3. მულტიმოდალური, ინტერმოდალური და კომბინირებული გადაზიდვები.
4. სატრანსპორტო ლოგისტიკა, ტრანსპორტის მენეჯმენტის და ეკონომიკის პრობლემები.
5. მოძრავი შემადგენლობის და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა.
6. სატრანსპორტო საექსპლუატაციო მასალები.
7. სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკა, სერვისი და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
8. მასალათმცოდნეობა – ფრიქციული, ანტიფრიქციული, კონსტრუქციული და საექსპლუატაციო მასალები.
9. ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები.
10. ეკოლოგიის და ერგონომიკის საკითხები ტრანსპორტზე.
11. საკადრო და საგანმანათლებლო პოლიტიკა ტრანსპორტზე, სატარანსპორტო კანონმდებლობა.
12. ენერგეტიკული სისტემები და ენერგომომარაგება.
13. საწარმოო პროცესები
მნიშვნელოვანი თარიღები
– მოხსენების რეგისტრაცია და რეზიუმეს მიღება 10- 21 ივლისი 2025 წ.
– ინფორმაციის მიწოდება მომხსენებლებისათვის მოხსენების რეზიუმეს მიღების შესახებ 31ივლისი 2025 წ
– მოხსენებათა სრული ტექსტის მიღება – 20 აგვისტო 2025 წ
– კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის საფასურის გადახდა – 01 სექტემბერი 2025 წ
– კონფერენციის ჩატარების დრო: 9-11 სექტემბერი 2025 წ.
– კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, პოლონური, ინგლისური, რუსული.