მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

“სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს


ძვირფასო კოლეგებო!

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
  • სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი)
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი, საქართველო)
     

2022  წლის 26 – 28 სექტემბერს, თბილისში ატარებენ მე-6  სამეცნიერო კონფერენციას “სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

 

კონფერენციის სამუშაო თემები:

  1. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის არსებული მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
  2. ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი;
  3. ურბანული ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
  4. მულტიმოდალური, ინტერმოდალური და კომბინირებული სატრანსპორტო პროცესები;
  5. სატრანსპორტო ლოგისტიკა, მენეჯმენტი და ეკონომიკური ასპექტები;
  6. მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკა;
  7. სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკა, მონიტორინგი, ტექნიკური მდგომარეობა და მომსახურება;
  8. სატრანსპორტო საექსპლუატაციო მასალები;
  9. ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგიები, ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები;
  10. კვების პროდუქტების ცივად შენახვა და ტრანსპორტირება;
  11. ტრანსპორტი და ეკოლოგია;
  12. საგანმანათლებლო პოლიტიკა ტრანსპორტზე;
  13. სატრანსპორტო კანონმდებლობა და საბაჟო საქმე.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • მოხსენებების თეზისების მიღება და რეგისტრაცია 15 აგვისტო, 2022 წ.;
  • მომხსენებლებისათვის თეზისების მიღების დასტურის შეტყობინება 20 აგვისტო, 2022 წ.;
  • მოხსენებების სრული ტექსტის წარდგენა 5 სექტემბერი, 2022 წ.;
  • კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის საფასურის გადახდა 10 სექტემბერი, 2022 წ.;
  • კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77.;
  • კონფერენციის ჩატარების დრო: 26-28 სექტემბერი 2022 წ.;
  • კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, პოლონური, ინგლისური.

COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით კონფერენცია ჩატარდება შერეულ, ე.წ ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, სესიებზე დასწრება და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად დასწრებით, ასევე ონლაინ ფორმატში, რისთვისაც ორგანიზატორების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ონლაინ (ZOOM) პლატფორმა.

რეგისტრაცია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *