პირობები და წესები

COVID 19 პანდემიის შედეგების გათვალისწინებით კონფერენცია ჩატარდება შერეულ, ე.წ ჰიბრიდულ ფორმატში, კერძოდ, სესიებზე დასწრება და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად დასწრებით, ასევე ონლაინ ფორმატში, რისთვისაც ორგანიზატორების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ონლაინ (zoom) პლატფორმა.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის:

  1. პირველ ეტაპზე ხდება ელექტრონული ფორმით მონაწილეთა რეგისტრაცია და იგზავნება მოკლე ანოტაცია;
  2. რეგისტრაციის სრულყოფილად გავლის შემდეგ, ავტორს ან ავტორთა ჯგუფს ეცნობება სტატიის მიღების შესახებ;
  3. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ავტორი/ავტორთა ჯგუფი აგზავნის სტატიას (სრულ ტექსტს) და ქვითარს (pdf ფორმატში) საორგანიზაციო ხარჯების დაფარვის დასადასტურებლად. ორივე ფაილის დასახელება (სტატია და ქვითრის ასლი) უნდა იყოს შემდეგი სახით: სტატია: ავტორის/ავტორების სახელი/გვარი და სამუშაო თემის დასახელება (მაგ. თ. გიორგაძე – სატრანსპორტო გადაზიდვები) და საფასურის გადახდის ქვითარი (მაგ. TBEA22; თ. გიორგაძე);

სტატიები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს არ იქნება განხილული კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.